სიახლეები


ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა

11-12 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, ბათუმის რეგიონულ სასწავლო ცენტრში მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „ოჯახში ძალადობა (მათ შორის ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შორის; შემაკავებელი და დამცავი ორდერი)“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია ქუთათელაძე და სამართლის დოქტორი მარინა მესხი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-მა მოსამართლემ: ბათუმის საქალაქო, ხელვაჩაურის, ზუგდიდისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI