სიახლეები


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1-2 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის იმართება ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული არიან: სამართლის დოქტორი/კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ თოდრია და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ახმეტელი.

სემინარში მონაწილეობას იღებს 15 სასამართლოს მოხელე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI