სიახლეები


პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

29-30  ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით სასამართლოს მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 
ბატონი კონსტანტინე კორკელია და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბატონი ბესარიონ ბოხაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა სასამართლოს მოხელემ: საქართველოს უზენაესი, თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI