სიახლეები


ცხადდება მიღება სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე

ცხადდება მიღება სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე

იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე. სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე და მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 800 ლარს. კანდიდატი ვალდებულია სწავლების საფასური სრულად დაფაროს სასწავლო კურსზე ჩარიცხვამდე.

სწავლების დაწყების სავარაუდო პერიოდია 2016 წლის ოქტომბერი. სწავლება განხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სასწავლო კურსზე საბუთების შეტანა შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება სასწავლო კურსზე ჩარიცხვის შესახებ;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის ასლი;
  • მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
  • საბუთების შეტანის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასწავლო კურსზე საბუთების შეტანის საფასური შეადგენს 25 ლარს და იგი კანდიდატს უკან არ უბრუნდება. კანდიდატს, რომელიც ჩაირიცხება კურსზე, საბუთების შეტანის საფასური ჩაეთვლება სწავლების საფასურში. სასწავლო კურსზე საბუთების შეტანის საფასური გადახდილ უნდა იქნას შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი - TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708027156;

დანიშნულებაში მიუთითეთ კანდიდატის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

კანდიდატებს საბუთების შემოტანა შეუძლიათ, 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19.

თუ სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა აღემატება კურსზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალურ რაოდენობას, ტარდება მისაღები ტესტირება. ტესტირების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების თარიღი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის ბრძანებით. ტესტირების შედეგად, სასწავლო კურსზე ჩაირიცხება, საუკეთესო შედეგების მქონე 60 კანდიდატი.

დეტალურად იხილეთ: „სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი და პროგრამა“.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. ტელ: (995 32) 2 381161


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI