სიახლეები


სამართლიანი სასამართლოს უფლება

სამართლიანი სასამართლოს უფლება

16-17 და 17-18 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის, ტარდება ორი ტრენინგი თემაზე: „სამართლიანი სასამართლოს უფლება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი ნანა მჭედლიძე და ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი.

ორივე ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებს 45 მოსამართლე და მოსამართლის თანაშემწე: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, ხელვაჩაურის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, გურჯაანის, ცაგერის, გორისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგები 2016 წლის „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით“ არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI