სიახლეები


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი - მეორე ეტაპი

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი - მეორე ეტაპი

30 სექტემბერს და 1-2 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLOG) მხარდაჭერით, ბორჯომში, სასტუმრო „Crown Plaza“-ში მოსამართლეთათვის გამართა სპეციალური სასწავლო კურსის - „საკორპორაციო/სამეწარმეო  სამართალი“ მეორე ეტაპი.

კურსის ექსპერტები არიან: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებული პროფესორი მარტინ გელტერი და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ცერცვაძე.

მიმდინარე წელს, მოსამართლეთა ჯგუფის იგივე შემადგენლობისთვის იგეგმება სპეციალური სასწავლო კურსის - „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი“ მესამე ეტაპის განხორციელება, რის შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI