სიახლეები


გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

8-9 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ევროპის საბჭოს ექსპერტი ივანა როანა და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI