სიახლეები


საპროცესო  შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

15-16 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საპროცესო  შეთანხმება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი ნანა  მჭედლიძე და ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 18-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, სამტრედიის, ზესტაფონის, ახალციხის, გორის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI