სიახლეები


სახელშეკრულებო სამართალი

სახელშეკრულებო სამართალი

21 და 22 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეებისთვის იმართება ტრენინგი თემაზე: „სახელშეკრულებო სამართალი: ხელშეკრულების სტანდარტული პირობები; ხელშეკრულების მოშლა, შეწყვეტა, გასვლა, ბათილობა და მათი სამართლებრივი შედეგები“.

ტრენინგს უძღვება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს  20 სასამართლოს მოხელე: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI