სიახლეები


მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საზღვარზე

მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საზღვარზე

11-12 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეთათვის იმართება ტრენინგი თემაზე: „მიგრანტთა უკანონო გადაყვანა  საზღვარზე“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და ექსპერტი ტრეფიკინგის საკითხებში; სამართლის დოქტორი; პროფესორი მარინა მესხი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 11 სასამართლოს მოხელე: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ახალციხის, ახალქალაქის, სიღნაღისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI