სიახლეები


ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

19 და 20 ნოემბერს, ბორჯომში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის (UN OHCHR) ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასათვის" მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეთათვის გაიმართა ორი ტრენინგი თემაზე: „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა“. სემინარებზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბესარიონ ბოხაშვილი და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსამართლემ და 15-მა სასამართლოს მოხელემ. ტრენინგები 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI