სიახლეები


საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

 

26 და 27 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის (ILO) მხარდაჭერით, ბორჯომში მოსამართლეთათვის გაიმართა საპილოტე ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი და ნათია გუჯაბიძე; მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია, სამართლის დოქტორი/ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ თოდრია და  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ადგილობრივი ექსპერტი ზაქარია შველიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსამართლემ: თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სამტრედიის, ახალციხის, ახალქალაქისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI