სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)

25-27 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG)  პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში, მოსამართლეთათვის გამართა პირველი საპილოტე ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)“. კურსის მიზანია მოსამართლეების სისტემური ცოდნით აღჭურვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული წყაროების, მექანიზმების, სტანდარტების და ეროვნულ დონეზე მათი ეფექტიანი გამოყენების შესახებ.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები: ვეფხვია ლომიძე და  ალექსანდრე იაშვილი; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი ნანა მჭედლიძე. აღნიშნული კურსის მოსამართლე-ტრენერები, მოსამართლეთა რიგებიდან ღია კონკურსის და მიღებული განაცხადების საფუძველზე შეირჩნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული. მომდევნო ტრენინგი მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გაიმართება.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI