სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

9-10 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.

ტრენინგი განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პარტნიორობის ფარგლებში.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 29 მოსამართლემ: თბილისის, ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, სენაკის, ოზურგეთის, სამტრედიის, ახალციხის, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI