სიახლეები


თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ პირთა უფლებები

თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ პირთა უფლებები

10-11 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში სასტუმრო “Rixos Borjomi”-ში სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ პირთა უფლებები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი და ნათია ქუთათელაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  16-მა სასამართლოს მოხელემ: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI