17 და 18 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ბავშვთა უფლებები“.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი/ მოსამართლე რენატე ვინთერი და ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, სამტრედიისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.