სიახლეები


ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

16 დეკემბერს, ბორჯომში, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბესარიონ ბოხაშვილი და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა სასამართლოს მოხელემ: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI