სიახლეები


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

16 და 17 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის (UN OHCHR) ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასათვის"  მხარდაჭერით, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: სამართლის დოქტორი/ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ თოდრია და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ახმეტელი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა სასამართლოს მოხელემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ცაგერის რაიონული სასამართლოებიდან. ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI