სიახლეები


იუსტიციის მსმენელთა მე-13 ჯგუფის სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

იუსტიციის მსმენელთა მე-13 ჯგუფის სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

დეკემბრის თვეში, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების მე-13 ჯგუფის სასწავლო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ჰამბურგში.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატებისთვის ჰამბურგის მხარის სასამართლო სისტემის გაცნობა.

ინტენსიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სამოსამართლო კანდიდატებმა შეხვედრები გამართეს ჰამბურგის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ასევე ესტუმრნენ პროკურატურას, ადვოკატურას და მოინახულეს  წინასაპატიმრო დაწესებულება.

 

სამოსამართლო კანდიდატების სამუშაო ვიზიტი ქ. ჰამბურში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მათი სწავლის 5-თვიანი, თეორიული სასწავლო კურსის ფარგლებში განხორციელდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI