სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი HELP-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით

ტრენერთა ტრენინგი HELP-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით

 

25-26 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP (ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის) ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს.

HELP-ის პლატფორმა უზრუნველყოფს დისტანციური და დამოუკიდებელი სწავლების კურსებს მოსამართლეების, ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის პირებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. HELP-ის ქსელი მოიცავს ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის ეროვნული ტრენინგ-ინსტიტუტების (მოსამართლეების და პროკურორების) და საადვოკატო ასოციაციების წარმომადგენლებს.

HELP-ის პლატფორმაზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თაობაზე.

ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში გაივლიან ტრენერთა ტრენინგს რომელიც მიზნად ისახავს მათი, როგორც მომავალი ტრენერების ცოდნის ამაღლებას HELP-ის სასწავლო პროგრამის მეთოდოლოგიასა და დისტანციური სწავლების განხორციელებაში.

ღონისძიება გახსნეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ;  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI