სიახლეები


სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის დამამთავრებელი გამოცდა!

სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი და სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალური სასწავლო კურსის დამამთავრებელი გამოცდა ჩატარდება 2017 წლის  28 თებერვალს.  დამამთავრებელი გამოცდა ჩატარდება ტესტირების ფორმით.

გამოცდაზე გასვლის უფლება  ასევე აქვთ იმ პირებს, რომლებმაც შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, 2016 წლის 29 იანვარს,  ვერ ჩააბარეს სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის დამამთავრებელი გამოცდა და ამასთან მიიღეს 60 ან მეტი ქულა. აღნიშნულმა პირებმა არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლისა უნდა წარმოადგინონ განცხადებები დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით. განცხადებების მიღება განხორციელდება  სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19.

გთხოვთ, იხილოთ საგამოცდო საკითხების შესახებ ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ  ტელ: (995 32) 2 381161


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI