სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

15 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.

ტრენინგზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 22-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის  საქალაქო, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, სენაკის, სამტრედიის, ზესტაფონის, საჩხერის, ამბროლაურის, ცაგერის, ახალქალაქის, ახალციხის, ხაშურის, გორის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI