სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი კიბერდანაშაულის თემაზე

ტრენერთა ტრენინგი კიბერდანაშაულის თემაზე

იუსტიციის უმაღლესი სკოლა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით უზრუნველყოფს კურიკულუმის შექმნას კიბერდანაშაულის თემაზე.  პროცესი ხორციელდება ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში.

კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული არიან ქართველი მოსამართლე-ტრენერები და ევროსაბჭოს ექსპერტები.

25-26 თებერვალს, ქართველი მოსამართლე-ტრენერებისთვის გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც ევროსაბჭოს ექსპერტები ნაიჯელ ჯონსი და ესთერ ჯორჯი უძღვებოდნენ.

კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული, ქართველი მოსამართლე-ტრენერები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI