სიახლეები


სტაჟირების დაწყება

სტაჟირების დაწყება

სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალური სასწავლო კურსის წარმატებული კურსდამთავრებული მსმენელების სტაჟირება დაიწყო. ცხრა კურსდამთავრებული პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ორ თვიან სტაჟირებას თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ქუთაისის საქალაქო და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოებში გაივლის.

სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალური სასწავლო კურსის (შემდგომში სასწავლო კურსი) მიზანია სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებსაც მოხელისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ექნებათ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI