სიახლეები


სტრესის მართვა

სტრესის მართვა

27 და 28 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის ტარდება ტრენინგი თემაზე: „სტრესის მართვა“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეულია ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 15 მოსამართლე: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზურგეთის, ზესტაფონის, გურჯაანისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI