სიახლეები


კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

  • 2017 წლის 10 აპრილს, იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის პირველი ეტაპი-ტესტური გამოცდა ჩატარდა.

    გამოცდა დაიწყო 11:00 საათზე და გაგრძელდა ოთხი ასტრონომიული საათი.

    ტესტური გამოცდა ჩატარდა ელექტრონულად, სკოლის ვებპორტალის გამოყენებით.

    საქართველოს კანონის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ თანახმად,  თეორიული კურსის დასასრულს, იუსტიციის მსმენელები აბარებენ თეორიულ გამოცდას, რომლის მიზანია სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.

    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ შესაბამისად თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება ორ ეტაპად - ტესტური და ზეპირი ფორმით.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI