სიახლეები


საპროცესო შეთანხმება და მისის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ გარანტიები

საპროცესო შეთანხმება და მისის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ გარანტიები

6-7 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ევროპის საბჭოსთან (CoE)  თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის ტარდება ტრენინგი თემაზე: „საპროცესო შეთანხმება და მისის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ გარანტიები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანი და ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 14 მოსამართლე: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ზესტაფონის, გურჯაანისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI