სიახლეები


კიბერდანაშაული

კიბერდანაშაული

8-9 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის  „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში კახეთში, სასტუმრო „ლოპოტას ტბაზე“ მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „კიბერდანაშაული“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი მიროტაძე, ნათია ბარბაქაძე; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძე; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭია.  ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი, კენტერბერიის უნივერსიტეტის კიბერექსპერტიზის ცენტრის დირექტორი ნაიჯელ ჯონსი რომელიც ქართველ ტრენერებთან ერთად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 11-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ხელვაჩაურის, თეთრიწყაროსა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI