სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები

18 და 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირისა (EU) და  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის (UN OHCHR) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტარდება ტრენინგი თემაზე; „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი წარმომადგენლობის, ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბესარიონ ბოხაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 15 სასამართლოს მოხელე: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI