სიახლეები


რელაციისა და  სუბსუმციის ტექნიკები

რელაციისა და სუბსუმციის ტექნიკები

18-19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „რელაციისა და  სუბსუმციის ტექნიკები“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე/ექსპერტი თამარ ზამბახიძე და GIZ-ის სამართლის პროგრამის უფროსი სამართლებრივი მრჩეველი ეთუნა ჩაჩანიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლემ: თბილისი, ქუთაისისა და  რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI