სიახლეები


ნარკომომხმარებელთა უფლებები

ნარკომომხმარებელთა უფლებები

22-23 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსთან“  თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში სასტუმრო „ლოპოტას ტბა“ მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „ნარკომომხმარებელთა უფლებები“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: კავშირი „საფარი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია და „ალტერნატივა ჯორჯია“-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით ოთიაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სამტრედიის, ზესტაფონის, საჩხერის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI