სიახლეები


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვა

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვა

23-24 აპრილს, კახეთში სასტუმრო „ყვარლის ედემში“ გაიმართა ტრენერთა ტრენინგი  „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვა“ კურიკულუმის შინაარსობრივ ნაწილზე. კურიკულუმის შემუშავება ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტების: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ და “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან”  თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.

კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული არიან ქართველი მოსამართლე-ტრენერები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ალანია, გელა ბადრიაშვილი, გერონტი კახეთელიძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი. ტრენერთა ტრენინგს ევროპის საბჭოს ექსპერტები ჯონ ვადჰემი და ფრედერიკ ოსტი უძღვებოდნენ.

კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული, ქართველი მოსამართლე-ტრენერები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI