სიახლეები


მორიგების წარმოება სასამართლოში

მორიგების წარმოება სასამართლოში

11-13 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის გაიმართა სპეციალური სასწავლო კურსის - “მორიგების წარმოება სასამართლოში“ პირველი ეტაპი.

კურსის ექსპერტებად მოწვეული არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - თამარ ზამბახიძე, დრეზდენის სამხარეო სასამართლოს მოსამართლეები - (მედიატორი) შტეფან შმიდტი და კერსტინ შულცი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსამართლემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო.სასამართლოებიდან.

მიმდინარე წელს, მოსამართლეთა ჯგუფის იგივე შემადგენლობისთვის იგეგმება სპეციალური სასწავლო კურსის - „მორიგების წარმოება სასამართლოში“ მეორე ეტაპის განხორციელება, რის შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI