სიახლეები


კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა ეფექტიანი განხილვა

კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა ეფექტიანი განხილვა

18-19 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის  „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა ეფექტიანი განხილვა“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი მიროტაძე, გელა ბადრიაშვილი და მაია თეთრაული. ტრენინგში ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტმა - პოლ გარლიკმა, რომელიც ქართველ ტრენერებთან ერთად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსამართლემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზუგდიდის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI