სიახლეები


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

20-21 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი“.

ტრენერთა ტრენინგის პირველ ეტაპს უძღვებოდნენ: ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებული პროფესორი მარტინ გელტერი და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ცერცვაძე.

ტრენერთა ტრენინგს გაივლის ის ექვსი მოსამართლე/ექსპერტი, რომლებმა 2016 წელს საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსის ბოლოს გაიარეს ტრენერთა შერჩევისთვის გათვალისწინებული - ტესტირების ეტაპი.

ტრენერთა ტრენინგის ორივე ეტაპის დასრულების შემდგომ ქართველი მოსამართლეები საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის თემაზე სპეციალურ სასწავლო კურსს ჩაატარებენ კოლეგა მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI