სიახლეები


საარბიტრაჟო წარმოება

საარბიტრაჟო წარმოება

23-24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მოსამართლეთათვის იმართება ტრენინგი თემაზე: „საარბიტრაჟო წარმოება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოდერძი გიორგიშვილი და აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სოფო ტყემალაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს 11 მოსამართლე: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI