სიახლეები


ლიდერობა და მენეჯმენტი მოსამართლეებისთვის, სასამართლოს თავმჯდომარეებისა და სასამართლოს მენეჯერებისთვის

ლიდერობა და მენეჯმენტი მოსამართლეებისთვის, სასამართლოს თავმჯდომარეებისა და სასამართლოს მენეჯერებისთვის

8 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, თემაზე „ლიდერობა და მენეჯმენტი მოსამართლეებისთვის, სასამართლოს თავმჯდომარეებისა და სასამართლოს მენეჯერებისთვის“ კურიკულუმის შემუშავებაში ჩართული ექსპერტების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროცესი ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტის: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება.

კურიკულუმის შემუშავებაში ჩართული არიან ქართველი ექსპერტები და ევროპის საბჭოს ორი უცხოელი ექსპერტი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კურიკულუმის შემადგენლობაში გასათვალისწინებელი საკითხების იდენტიფიცირება, სასწავლო მოდულის დღის წესრიგის შემუშავება და მასალების მომზადების პროცესის ინიცირება.

ქართული სასამართლო სისტემისა და არსებული გამოწვევების უკეთ გაცნობის მიზნით, 9 ივნისს უცხოელი ექსპერტების ვიზიტები განხორციელდა თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში.

მომდევნო ეტაპზე, პროცესში ჩართული ქართველი ტრენერებისთვის გაიმართება ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც უცხოელი ექსპერტები გაუძღვებიან.

კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგებს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული, ქართველი ტრენერები ჩაატარებენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI