სიახლეები


სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

9-10 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა სასამართლოს მოხელემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI