2017 წლის 19 სექტემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ძირითადი მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერა ინსტიტუციური მოწყობისა და სასწავლო პროგრამების დაახლოებაში ევროკავშირის სტანდარტებთან.
პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სასამართლოსა და სამართლებრივი რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ინსტიტუტების გრძელვადიანი სტაბილურობისა და ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფის გზით.
პროექტი განხორციელდება კონსორციუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც შედგება ლატვიის, საფრანგეთისა და ხორვატიის შესაბამისი ინსტიტუტებისგან (ლატვიის სასამართლოს ადმინისტრაცია და ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრი; მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობა, საფრანგეთის მოსამართლეთა ეროვნული სკოლა და ხორვატიის მოსამართლეთა აკადემია).
პროექტი ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს:
პროექტი 18 თვის განმავლობაში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი შეადგენს 800 000 ევროს.