სიახლეები


ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი

ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი

21 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს დზინტარს რასნაჩს და ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დელეგაციის ვიზიტი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უკვე მეორედ განხორციელდა. ვიზიტის დროს მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ მიმდინარეობა და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

პროექტი კონსორციუმთან თანამშრომლობით ხორციელდება, სადაც საფრანგეთისა და ხორვატიის გარდა მონაწილეობს ლატვია, რომელიც პროექტის ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI