სიახლეები


ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში

ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში

მიმდინარე წლის 22-23 და 24-25 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოს ბორჯომი“ გამართა ორი ტრენინგი თემაზე: „ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში“. პირველი ტრენინგი განკუთვნილი იყო სასამართლოს მენეჯერებისთვის, ხოლო მეორე ტრენინგს ესწრებოდნენ სასამართლოს თავმჯდომარეები და მოსამართლეები.

სემინარს უძღვებოდნენ ის ექსპერტ/ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე-გიორგი მიროტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი-უჩა თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი-ალექსანდრე წულაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი-გიორგი პავლაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-შორენა გიგაური. ტრენინგში ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტმა - ბერტ მაანმა, რომელიც ქართველ ექსპერტ/ტრენერებთან ერთად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ტრენინგები 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI