სიახლეები


ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების 1980 წლის ჰააგის კონვენცია

ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების 1980 წლის ჰააგის კონვენცია

5–8 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მხარდაჭერით, ბორჯომში მოსამართლეთათვის იმართება ტრენინგი თემაზე: „ბავშვთა საერთაშორისო გატაცებისსამოქალაქო ასპექტების 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესახებ“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, ჰააგის რაიონული სასამართლოსსაოჯახო სამართლისა და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის განყოფილების პრეზიდენტი იოჰან ვისერი, უტრეხტის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და სამართლებრივიექსპერტიკერსტინ ბართჩი და საერთაშორისო კერძო სამართლის ექსპერტი გიორგი სვანიძე. ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი მოხსენებები გაკეთდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ცენტრალური ორგანოს) წარმომადგენლების მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 15 მოსამართლე: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI