სიახლეები


წარმატების მიღწევის უნარები

წარმატების მიღწევის უნარები

14-15 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „წარმატების მიღწევის უნარები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი უჩა თოდუა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 17-მა სასამართლოს მოხელემ: თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI