სიახლეები


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი

14-15 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი“.

ტრენერთა ტრენინგის მესამე ეტაპს უძღვებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური და ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქტორი  - იურიდიული ფირმა FLS Full legal service  მმართველი პარტნიორი ლაშა ცერცვაძე.  

ტრენერთა ტრენინგის დასრულების შემდგომ, ღონისძიების მონაწილე მოსამართლეები საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის თემაზე სპეციალურ სასწავლო კურსს ჩაატარებენ კოლეგა მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI