პრესრელიზები


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მიმდინარე წლის 24-25 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ტარდება ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

2014 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, რომლის მიხედვით ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე პროფესიონალების შესაბამის განათლებას, რათა, უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობა.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იწყებს მოსამართლეთა კორპუსისთვის ტრენინგების განხორციელებას თემაზე, რომელიც სახელმწიფო მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეთა კორპუსს მიეწოდება სიღრმისეული ინფორმაცია იმ შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მყარ გარანტიებს.

ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნოთ პრაქტიკულ მაგალითებს და იმ ხარვეზებს ან წინაღობებს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან საკუთარ უფლებათა რეალიზების დროს.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა გეგმავს აღნიშნული თემაზე ტრენინგის, როგორც ამ წლის განმავლობაში, ასევე მომავალ წლებშიც ჩატარებას.

მართლმსაჯულების სახლი

მისამართი: ნოდარ ბოხუას 19 (დიღმის მასივი)

                   10 საათი

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI