პრესრელიზები


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

 

25 სექტემბერს, 11 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

იურიდიული პროფესიის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდისა და მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა საქართველოს (როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში) 13 წამყვან უნივერსიტეტთან.

მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრის მე-4 კურსი; მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სთავაზობს პერიოდულ, უფასო საჯარო ლექციებს, სადაც სწავლა ორიენტირებული იქნება  პრაქტიკულ მეცადინეობებზე. გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, ხოლო ლექტორები იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის პედაგოგები-მოქმედი მოსამართლეები.

მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ საშუალება ასევე გაეცნონ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას, მოინახულონ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და სკოლის ბიბლიოთეკა.

 

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI