პრესრელიზები


მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით

 

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG) პროექტის მხარდაჭერით ახორციელებს ტრენინგს მოსამართლეთათვის თემაზე: მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით.

გენდერული თანასწორობის თემაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინიცირებით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2014 წელს შეიქმნა სპეციალური კურიკულუმი, რომელიც ინტენსიურად გამოიყენება ამ თემაზე სასამართლო კორპუსის გადამზადების მიზნით.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2015 წელი საქართველოს პრეზიდენტის მიერ სწორედ ქალთა წლად იქნა გამოცხადებული. აღნიშნული გადაწყვეტილებაც ერთგვარ დადებით კატალიზატორად იქნა მიღებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხრიდან თემის გააქტიურების კუთხით.

გენდერული თანასწორობის თემაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობის წარმატების ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიამ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შექმნილი ეს ტრენინგ მოდული და ტრენინგების მიმდინარე ციკლი საუკეთესო პრაქტიკად აღიარა.

გენდერული თანასწორობის თემაზე მოსამართლეთათვის ტრენინგების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. 

მისამართი: კახეთი- ლოპოტას ტბა

29 ოქტომბერი, 10 საათი


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI