პრესრელიზები


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

15 დეკემბერს, 10:30 საათზე,  „მართლმსაჯულების სახლში“ იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები:

  • ინტელექტუალური სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე, განახორცილებენ ერთობლივ სასწავლო (ლექციები, სემინარები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ღონისძიებებს;
  • ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ კონფერენციებს და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებებს;
  • წინასწარ შეთანხმებულ თემებზე/საკითხებზე, ერთობლივად და სხვათა  მონაწილეობით განახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განვითარება;
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კონკრეტულ მიმართულებებში,  იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის, შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებს და იზრუნებენ ამ პროგრამების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს უკვე განხორციელდება ღონისძიება მოსამართლეთათვის ინტელექტუალური სამართლის აქტუალურ საკითხებზე. მემორანდუმის მხარეები მსგავსი სახის ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.  


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI