პრესრელიზები


სამოსამართლო კანდიდატებისთვის სერტიფიკატების გადაცემა

10 ივნისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სამოსამართლო კანდიდატებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა მე-XII ჯგუფის 11 მსმენელს სერტიფიკატებს გადასცემენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე/თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - გიორგი არევაძე  და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-XII ჯგუფის 11-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, იუსტიციის მსმენელთა სრული  სასწავლო კურსი.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებმა სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარეს, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ასევე სავალდებულო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სემინარული მუშაობა და წარმატებით ჩააბარეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის დამამთავრებელი გამოცდა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, მე-12 ჯგუფის წარმატებული კურსდამთავრებულები ირიცხებიან საკვალიფიკაციო სიაში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI