სხვა კურსები


იუსტიციის უმაღლესი სკოლა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფასა და იურიდიული პროფესიის განვითარებას. ამის მაგალითს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი.

2014 წლის 26 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან.  მემორანდუმის ფარგლებში მხარეები:

  • სხვადასხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე, განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო (ლექციები, სემინარები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ღონისძიებებს.
  • ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ კონფერენციებს და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებებს.
  • წინასწარ შეთანხმებულ თემებზე/საკითხებზე ერთობლივად და სხვა მხარეების მონაწილეობით განახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის მართლმსაჯულების და იურიდიული პროფესიის განვითარება.
  • სამართლის კონკრეტულ დისციპლინებში შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებს იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის და იზრუნებენ ამ პროგრამების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების უმთავრესი მიზანია ადვოკატთა და მოსამართლეთა პროფესიული დახელოვნება, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სფეროს და იურიდიული პროფესიის განვითარებას.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI